მომსახურების სააგენტოში სტუმრები შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიორგი ბუთხუზმა, მომსახურების სააგენტოს დირექტორმა ბესიკ ტეფნაძემ და დეპარტამენტის სხვა ხელმძღვანელებმა მიიღეს.
მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის სამართალდამცავ ორგანოებს შორის არსებული აქტუალური საკითხები და ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გეგმები განიხილეს.
ადგილზე სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე და საგზაო პოლიციის უფროსის მოადგილე გაეცნენ მომსახურების სააგენტოს მუშაობის სპეციფიკას, საქართველოს მართვის მოწმობების კატეგორიებსა და მათი გაცემის წესს, ასევე იმ სერვისებს, რომლებსაც სააგენტო მოქალაქეებს სთავაზობს. სტუმრები სააგენტოს ინფრასტრუქტურასაც გაეცნენ.