ა(ა)იპ კახეთმა პროექტის „ბავშვთა უფლებების დაცვის განყოფილებების მუშაობის მონიტორინგი და მათი მუშაობის მნიშვნელობის ადვოკატირება კახეთის რეგიონში“ განხორციელება 2022 წლის ივლისიდან დაიწყო. პროექტის მიზანია თელავის, ახმეტის, ყვარლისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში ბავშვთა უფლებების დაცვის განყოფილებების მუშაობის მონიტორინგის საფუძველზე შუმუშავებული რეკომენდაციების ადვოკატირება ბავშვის უფლებათა კოდექსის ეფექტურად აღსრულების მიზნით.
2023 წლის თებერვლის თვეში , ადვოკატირების კამპანიის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა თელავსა და გურჯაანში მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან. შეხვედრას ესწრებოდნენ გადაწყვეტილების მიმღები პირები, სადაც ისაუბრეს ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის მუნიციპალური განყოფილებების მონიტორინგის ანგარიშზე და მონიტორინგის შედეგად შემუშავებულ რეკომენდაციებზე. თვითმმართველობის წარმომადგენლების მხრიდან გაჟღერდა სამომავლო გეგმები, რომლებიც უფრო პრიორიტეტულს და ეფექტურს გახდის ბავშვის უფლებების დაცვას მუნიციპალიტეტში.
პროექტი დაფინანსებულია საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მიერ – პროექტის სამოქალაქო განვითრების ინიციატივა – ფარგლებში. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).
’სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა’ ემყარება ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ‘სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა’ (CSSIGE 2017-2020) განხორციელების პროცესში მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას.
European Union in Georgia
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი