“სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალის პირველ მონაკვეთზე, რომელზეც მშენებლობა მიმდინარეობს, დაზიანდა მშენებარე ხიდის მე-8 საყრდენი, რის შედეგადაც ჩამოინგრა ამ საყრდენზე დაყრდნობილი ორი ანძა ნაგებობა. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია.მიზეზების შესწავლა უკვე დაწყებულია, აბსოლუტურად ყველა შესაბამისი სამსახური, ექსპერტი, ინჟინერი ჩართულია ამის მიზეზების დასადგენად.ბუნებრივია, კვლევის შედეგების მიხედვით, მიზეზებიდან გამომდინარე, განხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები.”
სამინისტროს ინფორმაციით, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ყველა ტექნიკური სამსახურის წარმომადგენლები დილით შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ, ხოლო როგორც კი მდინარე რიონში წყლის დონე შემცირდება, დაზიანებული და დატბორილი ტერიტორიის სპეციალური კვლევა ჩატარდება.
სამტრედია-გრიგოლეთის პირველი 11.5 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა. გზის ეს მონაკვეთი გაივლის ქალაქ სამტრედიასა და სამტრედიისა და აბაშის მუნიციპალიტეტების 4 სოფელს (ტოლები, გორმაღალა, პირველი მაისი, გუთშინარი). სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.