სააკაშვილის მხადამჭერები და „ნაცმოძრაობის“ ლიდერები აცხადებენ, რომ სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. მათ აღელვებთ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ხელისუფლება მათ არგუმენტებს მოგონილს უწოდებს.
თბილისში ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბი გაიხსნა
აქამდე სააკაშვილის მხარდამჭერები და „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები რეგულარულად მართავდნენ საპროტესტო აქციებს სამთავრობო შენობებთან
ბოლოს მომიტინგეებმა აქცია კანცელარიის შენობასთან გამართეს
დემონსტრაცია გაიმართა „ქართული ოცნების“ ოფისთანაც
„ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებმა მანამდე ბოიკოტი გამოუცხადეს პარლამენტის მუშაობას
ენმ-ის აქტივისტები სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქციებს მართავენ საქართველოს სხვადახვა ქალაქებში
„ჩვენ გავხსენით მიხეილ სააკაშვილის განმათავისუფლებელი შტაბი, რომელიც პარალელურად იქნება „ნაცმოძრაობის“ ცენტრალური ოფისი თბილისში“, – განაცხადა პარტიის ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა
ხაბეიშვილის თქმით, თბილისში პარტიის გასაძლიერებლად სპეციალური ჯგუფი იმუშავებს
„ერთიანი ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი აქტიური წევრია პოლიტიკოსი გიორგი ბარამიძე
მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია ასევე მონაწილეობს საპროტესტო აქციებში
თბილისის საქალაქო სასამართლომ 6 თებერვალს სააკაშვილს უარი განუცხადა გათავისუფლებაზე ან სასჯელის მოხდის გადავადებაზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო
დაცვის მხარე ამტკიცებდა, რომ ყოფილ პრეზიდენტს აქვს დემენცია, კახექსია და გამოხატული ატაქტიკური სინდრომი, რომელიც ამავდროულად ანადგურებს მენტალურ ფუნქციებს, რაც გათავისუფლების მყარი საფუძველია
სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ამ დიაგნოზებს დაუდასტურებელი უწოდა
კლინიკა „ვივამედის“ ექიმებმა არაერთხელ გაანცხადეს, რომ მთავარი პრობლემა სააკაშვილის მხრიდან საკვების მიღებაზე უარის თქმაა, და მას შეუძლია მიიღოს საკვები და წონა მოიმატოს
სააკაშვილი 2021 წლის 29 სექტემბერს ჩუმად ჩამოვიდა საქართველოში, 1 ოქტომბერს ის თბილისში დააკავეს. იმ დროისათვის მას დაუსწრებლად ჰქონდა მისჯილი თავისუფლების აღკვეთა 6 წლით სისხლის სამართლის ორ საქმეზე – დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის მკვლელობისათვის გასამართლებულთა შეწყალების
გარდა ამისა, თბილისის საქალაქო სასამართლო სააკაშვილის წინააღმდეგ სამ საქმეს განიხილავს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვა, 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის დაშლა და საზღვრის უკანონო კვეთა
სააკაშვილმა დაკავებიდან ციხის საკანში ჯამში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, მთელი დანარჩენი დროის განმავლობაში ის იმყოფებოდა ციხის კლინიკაში, სამხედრო ჰოსპიტალსა და კლინიკა „ვივამედში“
მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. 2020 წლიდან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელი გახდა