გასულ წელს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებში მგზავრთნაკადის ზრდის შესაბამისად გააძლიერა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სასაზღვრო მიმართულება და გაზარდა დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობა, განაცხადა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას.
„სასაზღვრო გამშვები-პუნქტები დამატებით აღიჭურვა ვიდეოსათვალთვალო კამერებით, ხოლო მესაზღვრე-კონტროლიორების სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიზნით ინფრასტრუქტურა განახლდა“, – განაცხადა გომელაურმა.
გარდა ამისა, გაფართოვდა საპატრულო პოლიციის სამოქმედო არეალი – იმერეთის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის რეგიონებში გაიზარდა საპატრულო ეკიპაჟების რაოდენობა.