“ქართველი ხალხისთვის გზავნილი არის ის, რომ უკრაინაში ომი არის ზოგადი სქემის ნაწილი, მოდელი, რომელიც რეალურად დაიწყო საქართველოში შეჭრით. შემდეგ ჩვენ ვნახეთ სასტიკი ომი სირიაში, შემდეგ ვნახეთ ყირიმის უკანონო ანექსია და მას შემდეგ ჩვენ ვიხილეთ უკრაინის სრულმასშტაბიანი შეჭრა. ასე რომ, ჩვენ გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას ისეთ პარტნიორებთან, როგორიც საქართველოა და ახლა, ომის დაწყებიდან 1 წლის შემდეგ, ეს ჩვენი გზავნილის ნაწილია.”
P. S… სტოლტენბერგის არც თუ ისე პოზიტიური განცხადება, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ ნატო საქართველოს არ დავიწყებია. სალომე ზურაბიშვილისა და სტოლტენბერგის განცხადებების თანახმად, საკმაოდ რეალისტურია, რომ დასავლელი პოლიტიკოსები, უკრაინაში სცენარის ჩავარდნის შემდეგ, გადაწყვეტენ საქართველოს ტერიტორიულ საკითხში დაბრუნებას და ქვეყნის ქაოსში ჩაძირვას. გადამწყვეტ მომენტში მთავარია, ისტორიის მარჯვენა მხარეს იყოთ და პირადი შურისძიების მოტივები ქვეყნის ინტერესებზე მაღლა არ დააყენოთ.