კავკასიას ისტორიულად ეძახდნენ და თვლიდნენ ცივილიზაციის გზაჯვარედინად. ეს არის ტერიტორია, სადაც დასავლეთი ხვდება აღმოსავლეთს, ჩრდილოეთი კი სამხრეთს.ის ყოველთვის იყო სავაჭრო გზების ცენტრი, რომელიც აკავშირებდა ახლო აღმოსავლეთს, ცენტრალური აზიის ქვეყნებს ხმელთაშუა ზღვის და აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებთან.მსოფლიოს ისტორიულად უდიდეს სახელმწიფოებს არაერთხელ მოსდიოდათ ხოლმე კონფლიქტიც, რათა გავლენა ჰქონოდათ ამ მნიშვნელოვან რეგიონზე. ციფრულ და ინფორმაციულ მეთოდების განვითარებასთან ერთად ადამიანთა გონებებზე ზეგავლენის მეთოდებიც შეიცვალა. ძალოვანი მეთოდები, როგორიცაა ისრები, ავტომატიდან სროლა, და რაკეტების გაშვება და ა.შ. შეიცვალა ინფორმაციულ და ციფრულ ტექნოლოგიებით. მაგალითად სხვადასხვა სიახლეები ინტერნეტში, ტელეგადაცემები, ფოსტები ფეისბუქზე და სხვა სოციალური ქსელებზე, ბლოგერების აკაუნტები და რბილი ძალის სხვა მეთოდები. და ის, ვინც ფლობს მედიით და სხვა ინფორმაციულ საშუალებებით, და ასევე ვისაც აქვს პოპულარული იკითხებადი საიტები ფეისბუქზე და ინსტაგრამზე, მათ რაღაც დონეზე შეუძლიათ მართონ სიტუაცია და ა.შ. როგორიც უთქვამს ინგლისელ მწერალს და ისტორიკოსს დ. რეიფილდს, საქართველო არის იმპერიების გზაჯვარედინი და ამას ჩვენ ჩვენს თავებზე შევიგრძნობთ და განვიცდით იმას, თუ როგორ ცდილობენ სხვადასხვა პოლიტიკური ძალები საქართველოს და მისი საზოგადოების დაყოფას. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ქართული ხელისუფლება აკვირდება მკაცრ ბრძოლას მილიარდერი ბ. ივანიშვილის პარტიის შორის და ოპოზიციის შორის, რომელიც გაერთიანებულია ლოზუნგით “ძალა ერთობაშია”.
უახლოეს დროში შედგება საპარლამენტო არჩევნები, სადაც საზოგადოება ისევ გაიყოფა ასე ვთქვათ ჩვენიანებზე და იმათზე, ვისაც მობეზრდა ეს უაზრობა, რასაც ჰქვია პოლიტიკა. CRRC Georgia-იის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად საქართველოში ინფორმაციის მთავარი წყარო არის ტელევიზია – 48 %, სოც. ქსელები – 25 %, მეზობლებისგან და ახლობლებისგან მიღებული ინფორმაციები – 13 %. აქედან გამომდინარე ხალხის ყურადღება ცდილობენ მიიქციონ პირველ რიგში ტელევიზიისა და სოციალური ქსელების (ფეისბუქი, ტელეგრამი, ინსტაგრამი) მეშვეობით.
ინფორმაციის ნაკადი კი იმდენად მაღალია, რომ ადამიანი უბრალოდ ვერ პოულობს დროს და სურვილს, რათა რწმუნდებოდეს ამ ინფორმაციის სიმართლეში და სიზუსტეში. აქედან გამომდინარე ის მხარე, რომელიც იყენებს უფრო დახვეწილ მეთოდებს ხალხის ნდობის დასაპყრობად, გახდება გამარჯვებული ამ ინფორმაციულ ველში.
წინა წლის თებერვლიდან
დისკუსიის ცენტრალურ თემად იქცა საქართველოსთვის კანდიდატებში კანდიდატის სტატუსის მიცემა ევროკავშირში შესვლასთან დაკავშირებით. ცენტრალურმა ხელისუფლებამ გადმოსცა თავიანთი მოქმედებების გეგმა, ოპოზიციას კი უნდოდა ეჩვენებინა თავისი როლი, და აკრიტიკებდა “ქართულ ოცნებას” ევროკავშირის პირობების შესრულების შენელებულ პროცესში და ქვეყნის დეოლიგარქიზაციის წინააღმდეგ ზომების მიღების უარის თქმაში.
და იმის მაგივრად რომ ქვეყნის პოლარიზაციის მოგერიების პირობა ერთად შეასრულონ, პოლიტიკური ძალები პირიქით უგულებელყოფენ საზოგადოების ინტერესებს და საბანს თავისკენ წევენ მუდამ, რომ აჩვენონ თავი ევროინტეგრაციის მთავარ მამოძრავებელ როლში.
სამწუხაროდ ამ პოლიტიკურ მოთამაშეებს ავიწყდებათ, რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა არაერთხელ ამტკიცებდა, რომ სურვილი აქვს ევროზონაში შესვლის. ეს ჩანს ბოლო სოციალურ გამოკითხვიდანაც, რომელიც ჩატარებული იყო 2021 წელს საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტის მიერ, სადაც მოსახლეობის 67 % მა დაადასტურა, რომ საქართველოს განვითარების ერთადერთი გზა არის ევროპა. აქედან გამომდინარე უცნობია ის, თუ ვის ინტერესებს იცავენ ნეიტრალური ხელისუფლება და ოპოზიცია, როცა ქვეყანას განვითარების ერთი ევროპული ვექტორი ამოძრავებს, მაგრამ რატომღაც მისკენ სხვადასხვა გზებით მიდიან. ამავე დროს ასევე აკრიტიკებენ ერთმანეთს და ასე ღებულობენ ინდივიდუალურ პოლიტიკურ ქულებს მორიგი საპარლამენტო არჩევნებისთვის.
სხვა არანაკლებ განიხილებადი და სპეკულირებადი თემა არის საქართველოს განწყოფის მეომარ მეკონფლიქტე მხარეებისაკენ უკრაინაში, სადაც წაგებულად ისევ ქართული საზოგადოება რჩება, რომელიც ხელისუფლების და ოპოზიციის ინტერესებში იჭყლიტება.
ცენტრალურ არხებზე და ინტერვიუებში პროსამთავრობო წარმომადგენლები რეგულარულად ადანაშაულებენ ენმ-ს ლიდერებს და მასთან დაკავშირებულ პარტიებს აფხაზებთან და ოსებთან ძმათამკვლელი ომის თავიდან წამოწყების სურვილში, რათა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მოხდეს.
მაგრამ საბედნიეროდ ჩვენს მოსახლეობას არ დაავიწყდა 2008 წლის ომის ტკივილი. და ეს არა იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყანას ტერიტორიების 20 პროცენტი მოაკლდა, არამედ იმიტომ, რომ მოკვდნენ ჩვენი ახლობლები, დაინგრნენ სახლები, ოჯახები განცალკევდნენ, ათასობით ლტოლვილს მოუწია სამშობლოს მიტოვება და ა.შ. აქედან გამომდინარე, საქართველოში არ არის და არც იქნება ძალა, რომელსაც შეუძლია დაუშვას იგივე შეცდომა.
როდესაც ჩვენს ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებს უჩვენებენ იმას, რომ საქართველოში არის მორიგი ომის მომხრეები, ნუთუ ეს მომენტი დაგვაახლოებს ჩვენ ევროინტეგრაციის პროცესთან?! პასუხი ერთხმად და ნათლად ჩანს ისედაც. მაგრამ ამჯერად ესეთი პოზიცია აწყობს მთავრობასაც, რათა მან შექმნას და მიიღოს მშვიდობის პარტიის რეპუტაცია არჩევნების წინ და აქედან გამომდინარე სპეკულირებადს ხდის მეორე ფრონტის გახსნასთან საწინააღმდეგო საკითხს.
არც ისე შორს წავიდა ოპოზიციაც, რომელიც ასევე თავისებურად მანიპულირებას ახდენს საზოგადოებრივ ცნობიერებაზე ტერიტორიული საკითხის მეშვეობით. ასევე ტერიტორიების დაკარგვის მთავარ დამნაშავედ რუსეთი გამოჰყავთ, და ამავე დროს ავიწყდებათ, თუ ვის ხელში იყო ქვეყანა, როდესაც ეს საბედისწერო გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ამავე დროს მთავრობის მოწინააღმდეგეები (ანუ ოპოზიცია) არანაირ მეთოდებს არ იშურებენ, რომ რუსეთის დემონიზირების გზით გააერთიანონ და სათავეში ჩაუდგნენ საზოგადოებას. მეინსტრიმად ბოლო დროს გახდა პუტინის სისხლიანი რეჟიმის დემონსტრირება. ტრანსლირების მეშვეობით აჩვენებენ, თუ რა საშინელებებს და სირთულეებს განიცდიან უკრაინის მოქალაქეები და განსაკუთრებით ბავშვები, რომლებიც კონფლიქტის ზონებში ახლოს ცხოვრობენ. რუსულ-უკრაინული ომი შეიძლება ითქვას, ჰგავს და ახლოს დგას 2008 წლის ომის მოვლენებთან და აქედან გამომდინარე უკრაინის ხალხის ტკივილი არის აგვისტოს კონფლიქტის მოგონებებთან დაკავშირება. ზუსტად ამიტომ საქართველოში იმდენად გამოიმჟღავნება სამოქალაქო თვითშეგნება და აქტიურობა ჰუმანიტარული დახმარების გაწევაში, რომ ეს არანაკლებია იმ დახმარებაზე, რომელსაც სახელმწიფო თვითონ აგზავნის უკრაინაში.
ეს რათქმაუნდა კარგი საქმეა, როცა ადამიანებს, რომლებმაც სახლები და არსებობის საშუალებები დაკარგეს, დახმარებას უწევ.
მაგრამ მეორე მხრივ, ეს ცუდია და სამარცხვინო, როდესაც უკრაინულ ხალხის და ბავშვების ტკივილს იყენებ, რათა მიიღო პოლიტიკური ქულები და შეიძლება პირადი შემოსავალიც. მაგალითებიც ბევრის მოყვანა შეიძლება, თაღლითურ ჰუმანიტარულ ცენტრებიდან დაწყებული და ასე გაყალბებული კინოლენტებით დამთავრებული, რომლებიც რათქმაუნდა ფინანსდებიან შეკვეთის მიხედვით. დიდი დაფიქრება არაა საჭირო და არც ისე აუცილებელია ამაში ღრმად ერკვეოდეს ადამიანი, რომ ამას მიხვდეს.
ზაფხულში 2022 წელს კრეატიული ახალგაზრდები მარიამ ფესვიანიძე და კოსტია შავლოვსკიმ გააკეთეს კინოკლუბის ორგანიზაცია in limbo, სადაც მაყურებელს თავიდან შეეძლო დაენახა ქართული სარეჟისორო ხელოვნების შედევრები, მაგრამ მერე თანდათან კინოლენტის შინაარსი რუსეთის ზიზღის პერმანენტული დემონსტრაციით შეიცვალა, რომელიც იწვევდა უკრაინაში საომარ ფრონტზე წასვლას და მამუკა მამულაშვილის ბანერის ქვეშ და მის ლეგიონთან დგომას. რუსეთის და რუსების მიმართ ნეგატივის ფონზე კლუბის ორგანიზატორები მეგობრებთან ერთად “სირცხვალა” დან აკონსოლიდირებენ თავიანთ გარშემო ახალგაზრდობას, რათა მონაწილეობა მიიღონ ანტისამთავრობო აქციებში და ასევე ადანაშაულონ ირაკლი ღარიბაშვილი და მისი გუნდი პრორუსულ (პროკრემლურ) პოლიტიკაში. აქედან გამომდინარე უკრაინელ ლტოლვილების რეალურ დახმარებისთვის საზოგადოების კონსოლიდაციის მაგივრად ქვეყანა იძულებულია გაიყოს საზოგადოების იმ ნაწილზე, ვინც ხელისუფლებასთან დგას, და ისინი ვინც მის წინააღმდეგაა.
ზუსტად ამიტომ ჟურნალისტები და ახალგაზრდა რეჟისორები
უმოწყალოდ იღებენ ინტერვიუებს უკრაინელ ბავშვებისგან, და აძალებენ რომ ომის საშინელებები ახსენდებოდეთ. გაგიჟების აპოფეოსი ჩვენს საზოგადოებაში იქამდე მივიდა, რომ ჟურნალისტთა ფაკულტეტზე Gipa” სტუდენტები ერთამენთს ეჯიბრებიან იმის უნარში, თუ ვინ უფრო მეტ ემოციებს და ცრემლებს გამოიწვევს მაყურებელში უკრაინელ ბავშვების მონაყოლებიდან.
ასევე ტელეგრამ არხებზე და ფეისბუქ ჯგუფებში ხანდახან წერენ ხოლმე განცხადებებს, სადაც ეძებენ საწყალ ოჯახებს, ვისაც ფულადი დახმარება სჭირდება. საბოლოოდ მერე ამ ოჯახების რთული მატერიალური მდგომარეობაც გამოყენებული იქნება პოლიტიკური მოთამაშეების მიერ, რათა შექმნან ე. წ. მაღალი შედევრების კინოხელოვნება. ერთერთი მათგანი მალე გამოვა სახელწოდებით “ომის ბავშვები”. რთული მისახვედრი არაა, რომ ფულადი საშუალებები ამ ფილმებისთვის გამოიყოფა არასამთავრობო ორგანიზაციებისაგან, რომლებიც მითითებული არიან დონორებში საიტზე “Gipa”. ასევე ჩანს რომ ზოგიერთები ამათგან ძალიან ახლოს არიან ოპოზიციურ პარტიების სახელმძღვანელოსთან. აქედან გამომდინარე ვინ იცის, რამდენად შორს და წარმატებით წავლენ ამ ყველაფრის დამკვეთები.
იმიტომ რომ ამ პროცედურების შექმნა და ასევე ესეთი ფეიკური (ტყუილი) სიუჟეტების კეთება უკვე დიდი ხანია გადამუშავებულია სამყაროს ყველა კონფლიქტურ რეგიონში. ამის მაგალითები უკვე ვნახეთ იუგოსლავიაში, სირიაში და ეხლა უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებითაც იმავეს ვხედავთ. საქართველოში ცოტა ვიღაცა თუ მუშაობს იმაზე, რომ ამჟღავნებდეს ამ ფეიკურ სიუჟეტებს, ვიდეოებს და მსგავს ამბებს. მაგრამ სამწუხაროდ საქართველოში ესეთი ხალხი ცოტაა და პოპულარობით არ გამოირჩევიან.
საზოგადოება დიდხანს შეეჩვია იმას, რომ პოლიტიკა ჭუჭყიანი საქმეა და მხოლოდ ისღა დარჩენიათ, რომ უკვირდეთ ის, თუ რამდენად ღრმად ჩადიან ადამიანები ამ ჭუჭყიან ჭაობში, რომ რეიტინგი აიმაღლონ. მაგალითად, თავიდან, როდესაც ხდებოდა რუსების საქართველოში მასობრივი მიგრაცია, ოპოზიციის წარმომადგენლები ყვიროდნენ და გაიძახოდნენ, რომ საზღვარი დაეკეტათ რუსეთთან ან სავიზო რეჟიმი მიეღოთ. ეხლა კი პირიქით ამ რუსებსაც პატარა დაჯილდოებებით იყენებენ თავიანთ პოლიტიკურ მიზნებში რუსების უნარების და პროფესიების მიხედვით.
იმათ, ვისაც აქვს პოლიტიკური საქმიანობის და ასევე საზოგადოებრივი შეგნების მართვის გამოცდილება, ისინი ახლოს დგანან რელოკანტების ჯგუფებთან. ეს ჯგუფები არასამთავრობო ორგანიზაცის მეთვალყურეობის ქვეშ არიან, რომელსაც ჰქვია “Free Russia foundation”. და რატომღაც რუსები, რომლებიც ამ არასამთავრობო ორგანიზაციაში არიან, იმის მაგივრად რომ მადლობელი იყვნენ იმისთვის, რომ მობილიზაციას გადაურჩნენ საქართველოში, პირიქით რეგულარულად გამოდიან რუსთაველზე პლაკატებით როგორც ხელისუფლების წინააღმდეგ, ისე პუტინის წინააღმდეგაც.
კრეატიული პროფესიების სპეციალისტებს იწვევენ ფილმების გადასაღებად. ამ ფილმების სიუჟეტები დაახლოებით არიან საქართველოში ცხოვრებაზე ოლიგარქიულ რეჟიმთან დაკავშირებით, ან კიდევ უკრაინის ცხოვრებაზე პუტინის მკაცრი რეჟიმის ზემოქმედების ქვეშ. მაგალითად შეგვიძლია ესეთი ფილმების მოყვანა, როგორიცაა: “მოწმის ტრავმა”, “აშკარა ნიშნების გარეშე “, “დედამიწა ცისფერია”, “მშვიდობით იმპერიავ”, “ტყვეები”, “ახალი სახეების იარაღი”, “კავშირის გაწყვეტა”.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენები და ომის ეხო, რომელიც გაისმის საქართველოს ყველა მაცხოვრებლის გულში, უნდა იყვეს ჩვენი საზოგადოების დეპოლარიზაციის საფუძველი. ჰუმანიზმი და ახლობელის დახმარების სურვილი არის ნამდვილი ქრისტიანის ჭეშმარიტი ფასეულობა და თვისება. პოლიტიკური მოთამაშეები და მათი სატელევიზიო მარიონეტები კი მეორხარისხოვნად ხდიან ამ ყველაფერს, რომლებიც იბრძვიან მხოლოდ თავიანთ კეთილდღეობისთვის და ადგილისთვის მზის ქვეშ.
ქართულმა საზოგადოებამ უკეთ უნდა მოუსმინოს ქართულ ისტორიას, საუკუნოვან ტრადიციებს, საქართველოს კულტურულ ხასიათს და არ უნდა აჰყვეს მასმედიას და მათ კურატორებს, რომლებიც ცდილობენ რომ ხალხის გონება და შეგნება თავიანთ კონტროლქვეშ მოაყოლონ საქართველოს ნაციონალურ ინტერესის საზიანოდ.