უამინდობისა და დიდთოვლობის გამო მათ ელექტროენერგია და ინტერნეტი ორი დღის განმავლობაში ჰქონდათ.
დღეს პროფკავშირების გვერდზე გაფიცულების განახლებები გამოჩნდა.
ისინი სახელმწიფოსგან ადეკვატურ რეაგირებას და მიმდინარე პროცესებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ჩართვას მოითხოვენ.
კომპანიის თანამშრომლები სრული ძალით, მიუხედავად ცივი ქარისა და დიდთოვლობისა, აგრძელებენ პროტესტს იმ უსამართლო პირობების წინააღმდეგ, რომლებშიც წლების განმავლობაში უწევდათ მუშაობა.