საქართველოს სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ბურჯანაძე კანონპროექტს “უცხოური გავლენის აგენტების შესახებ” “ხალხის ძალას” საშიშს, ადამიანის უფლებების დარღვევას უწოდებს და ასევე აღნიშნავს, რომ ის არაკონსტიტუციურია.
“ეს კანონპროექტი დიდ საფრთხეს უქმნის დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნქციონირებას, არასამთავრობო ორგანიზაციის, მედიის არსებობას და თავისუფალ ფუნქციონირებას ქვეყანაში. გამჭვირვალობის საფარქვეშ ხელს შეუშლის არასამთავრობო ორგანიზაციების ეფექტიანი ფუნქციონირება, რაც სრულიად მიუღებელია და ამ ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხს დაარღვევს. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ეს ეწინააღმდეგება ასოციაციის თავისუფლებას, ძირითად კანონს, ამიტომ ამ ეტაპზე პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის სრულიად არაკონსტიტუციურია და ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებს. ჩვენ ვაპირებთ გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა მექანიზმი.”
საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ამბობს, რომ “უცხოური გავლენის აგენტების შესახებ” კანონპროექტის პარლამენტის მიერ განხილვის დაწყებაც კი არის დივერსია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ევროპული პერსპექტივის განადგურებას.:
“კანონპროექტს გავეცანი. გარდა იმისა, რომ იურიდიული თვალსაზრისით ეს არის ძალიან დაბალი დონის დოკუმენტი, მისი შინაარსი არის პუტინის რუსეთში გამოგონილი და მიღებული კანონების გადაწერა, მსოფლიოში მსგავს კანონებს აქვს ერთი სახელი-“პუტინის კანონი უცხო აგენტების შესახებ” და ეს აღიქმება როგორც ავტორიტარიზმის ფორმალიზაციის აქტი.
არა მხოლოდ მისი მიღება, არამედ საპარლამენტო დისკუსიისთვის მისი წარდგენაც კი საქართველოს ევროპული პერსპექტივის გასანადგურებლად მოწყობილი საბოტაჟია.”
თავად მოძრაობის წარმომადგენლები/ ხალხის ძალა / ხალხის ძალა იმეორებენ, რომ ამერიკული კანონპროექტი საფუძვლად არის აღებული და ის შეესაბამება ქვეყნის დასავლურ გზას.
და რაც მთავარია, მათი აზრით, მათ მიერ ინიცირებული კანონის აუცილებლობა და მიზანშეწონილობა პირდაპირპროპორციულია იმ განწყობებისა, რაც ქართულ საზოგადოებაში განვითარდა.
მოძრაობის ერთ-ერთი წევრი, თამარ ჩიბურდანიძე მიიჩნევს, რომ ეს კანონპროექტი რუსეთის აგენტებს სხვა ქვეყნების აგენტებთან ერთად გამოავლენს, რის გამოც ოპოზიცია წუხს.
ზოგადად, მოძრაობის ნარატივი იგივეა, რაც რუსეთის ფედერაციაში, რომ ყველაფერს აკეთებენ ქვეყნის უსაფრთხოებისა და მისი ინტერესების გამო.
კანონპროექტი კი საქართველოსთვის აუცილებელი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.